LLC Beauty Life-ს შესახებ

შპს Beauty Life წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. კომპანია დაარსდა 2009 წელს თბილისში და უზრუნველყოფს სამი ექსკლუზიური ბრენდის დისტრიბუციას ქართულ ბაზარზე:

  • KEUNE Haircosmetics (Holland) - თმის პროფესიონალური მოვლის საშუალებების ჰოლანდიური ბრენდი 95 წლიანი გამოცდილებით
  • LCN (Germany) - ფრჩხილის, ხელის, ფეხის პროფესიონალური მოვლის საშუალებების გერმანული ბრენდი 30 წლიანი გამოცდილებით
  • SOSKIN (France) - სახის კანის, ტანის პროფესიონალური მოვლის საშუალებების ფრანგული ბრენდი 20 წლიანი გამოცდილებით

კვალიფიციური, გამოცდილი გაყიდვების წარმომადგენლების საშალებით ხდება თითოეული საერთაშორისო ბრენდის პროდუქციის დისტრიბუცია, პოპულარიზაცია ისეთ დაწესებულებებში, სადაც დაცულია პროფესიონალური მომსახურების სტანდარტები.

კომპანიის მფლობელობაშია სილამაზის სალონი - სტუდია KEUNE-ს ორი ფილიალი თბილისის მასშტაბით, რომლებშიც მაღალი ხარისხის სალონური მომსახურება ხდება მხოლოდ იმ საერთაშორისო ბრენდების პროდუქციით, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც გახლავთ შპს "Beauty Life" ქართულ ბაზარზე. თითოეული პროდუქტის, მომსახურების პრეზენტაცია, მიღებული ეფექტის დემონდსტრირება ხდება სტუდიებში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, ტრენერების მიერ.

კომპანიის მიზანია სტაბილური განვითარება და მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება. გუნდური მუშაობის პრინციპი, პერსონალის პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი, ნდობა თითოეული პროდუქტისადმი განსაზრვრავს ერთობლისი შრომის შედეგს და კომპანიის საერთო მიზნების წარმატებით განხორციელებას.

კომპანია  არ ვწყვეტთ განვითარებას და ყოველწლიურად სთავაზობს ქართველ მომხმარებელს ინოვაციურ მომსახურებას/პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს თავის მოვლის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებს, უახლეს  ტენდენციებს და თანამედროვე მიდგომებს. 

beauty life

LLC Beauty Life-ს შესახებ