სილამაზის სალონი - სტუდია KEUNE პარიზის მოდის კვირეულზე

03 10 2016

KEUNE Haircosmetics  წარმოადგენს თმის მოვლის საშუალებების ჰოლანდიურ ბრენდს 95 წლიანი გამოცდილებით, რომელიც დაარსდა 1922 წელს ამსტერდამში, ჟან კეონის მიერ. ეს გახლავთ საოჯახო ბიზნესი, რომელიც უდიდეს ყურადღებას აქცევს წარმოებული პროდუქციის ხარისხ, უსაფრთხოებას და კომპანიის რეპუტაციას. ბრენდის მიზანია აწარმოოს უსაფრთხო პროდუქცია მომხმარებლისა და გარემოსათვის, რასაც ადასტურებს მინიჭებული ECO ბრენდის წოდება.

თმის პროფესიონალური კოსმეტიკის წარმოებაში ლიდერი ჰოლანდიური ბრენდი KEUNE Haircosmetics წარმოადგენდა პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ პარტნიორს. ბრენდის 80 ექსკლუზიური წარმომადგენელი ქვეყნიდან შეირჩა 9 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მუშაობდა Backstage-ში, სამი დიზაინერის ჩვენებაზე (Peet Dullaert, Esteban Cortazar, Mira Mikati).

►PEET DULLAERT - ჰოლანდიელი დიზაინერი, რომელმაც 23 წლის ასაკში შექმნა საკუთარი ბრენდი და აქტიურად ჩაერთო მსოფლიო მოდის ინდუსტრიასში. მისი მკვეთრი და ოპტიმისტური ხედვა ხაზს უსვავს თითოეული ნამუშევრის ინდივიდუალიზმს. ის ქმნის ტანისამოსს, აქსესუარებს, რომლებიც მორგებულია მსოფლიოს მოდის ტენდენციებს.

►ESTEBAN CORTAZAR - წარმოშობით კოლუმბიელი დიზაინერი, რომელმაც მსოფლიო მოდის ინდუსქტიაში მოღვაწეობა დაიწყო 13 წლის ასაკიდან. სამოსთან და აქსესუარებთან მიმართებაში არსებული სკულპტურული ხაზები, თავისუფალი გადაადგილების რიტმი, მკაცრი და ამავდროულად დამაჯერებელი შტრიხები დიზაინში, ყოველივე ამან მოუტანა ესტებანს საერთაშორისო აღიარებას მოდის ინდუსტრიაში.

►MIRA MIKATI - თანამედროვე ინგლისელი დიზაინერი,რომელმაც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა დაიწყო 2007 წლიდან. ძალიან მოკლე დროში გაითქვა სახელი ელეგანტურ, ქალურ სამოსზე, აქსესუარებზე დამატებული მხიარული, ემოციური, პოზიტიური შტრიხებით

სილამაზის სალონი - სტუდია KEUNE-ს ქართველი სტილისტების Backstage-ში მუშაობა, ჰოლანდიური ბრენდი KEUNE Haircosmetics-ის მსოფლიო დონის სტილისტებთან ერთად განაპირობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა, პროფესიონალიზმა და მოდის სფეროში, ადგილობრივ ბაზარზე მიღებულმა გამოცდილებამ.

KEUNE Haircosmetics-ის ოფიციალური წარმომადგენლობა აქტიურად აგრძელებს განვითარებას ქართულ ბაზარზე და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო პროექტს.