ტრენდული კოლექციები

ჰოლანდიური ბრენდი KEUNE Haircosmetics არ წყვეტს განვითარებას და ყოველთვის სიახლის ძიებაშია. მომხარებელს სთავაზობს თმის მოვლის სფეროში თანამედროვე მიდგომებს და ყველაზე გემოვნებიან ტრენდ კოლექციებს საერთაშორისო მოდის ტენდენციების გათვალისწინებით. წელიწადში ორჯერ წარმოადგენს კოლექციებს, რომლებიც იქმნება ექსკლუზიურად ჰოლანდიაში მდებარე საერთაშორისო აკადემიაში. კოლექციის სახით ფორმირებულია მიმდინარე წლის თმის შეჭრა-შეღებვის, ვარცხნილობის თანამედროვე, ინოვაციური ტექნიკები.