უპრეცედენტო გამოცდილება ქართველი სტილისტებისათვის - პარიზის მოდის კვირეულის შთაბეჭდილებები

04 10 2016

პარიზი  ეს არის ქალაქი, რომელიც მსოფლიოს ცხოვრების სტილს და შესაბამისად მოდის ტენდენციებს კარნახობს. ოთხი წამყვანი მოდის კვირეულიდან ერთ-ერთი, პარიზის მოდის კვირეული წარმოადგენს ადგილს, სადაც სურვილი გაქვს მოხვდე იმ კონტექსტის გათვალისწინებით რაც უკავშირდება არა მხოლოდ პარიზს, არამედ მსოფლიო მოდის ტენდენციებს და მიღებულ საერთაშორისო გამოცდილებას.

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში KEUNE Haircosmetics-ის 80 ოფიციალური წარმომადგენელი ქვეყნიდან შეირჩა 9 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ეს იყო უპრეცედენტო შესაძლებლო ქართველი სტილისტებისათვის. სილამაზის სალონი - სტუდია KEUNE-ს სტილისტებით დაინტერესება რეალურად გამოიწვია ორმა ძირითადმა ფაქტორმა, პროფესიონალიზმა და ადგილობრივ მოდის სფეროში მიღებულმა გამოცდილებამ.

მიუხედავად იმისა, რომ კულისების გარემო ყოველთვის ქაოსურია, ამ შემთხვევაშ საქმე გვქონდა მაქსიმალურად ორგანიზებულ, მოწესრიგებულ გარემოსთან. ყველა მოდელი მოდიოდა 4 საათით ადრე ჩვენებამდე  და მშვიდ გარემოში უწევდათ მუშაობა სტილისტებს. წინასწარ იყო შეთანხმებული თითოეული დეტალი ვარცნილობასთან მიმართებაში ჯგუფის ლიდერთან, რომელსაც წარმოადგენდა KEUNE-ს საერთაშორისო არტ დირექტორი, ილჰამ მესტური.

მოდასა და თმაში ყველაზე მნიშვნელოვანი არი ის, რომ სტილისტები გარდაქმნიან მოდელებს პოდიუმისათვის, ზრდიან მათ პოროვნულობას, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს დიზაინერის თემას. ყველასათვის საინტერესო იყო კულისებს მიღმა მუშაობა, როგორც სტილისტებისათვის, ასევე მენეჯერებისათვის, ვინაიდან  უსაზღვრო ენერგია, ენთუზიაზმი, ემოცია ერწყმის ერთანეთს და იძლევა საბოლოო შედეგს, რომლითაც ამაყობ და ბედნიერი ხარ.

ასდასდ
ასდასდ